“ისეთი მთავრობის შენარჩუნებას უწყობთ ხელს, რომელიც ლეღვის ფოთოლივით არის ამოფარებული იმ უხამსობაზე რაც ხდება ქვეყანაში”

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლის დროს დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის რეალური ხელმძღვანელი არ არის.

“რომ იყოს გიორგი კვირიკაშვილი რეალური ლიდერი ქართული ოცნების და რეალური პრემიერმინისტრი, რეალური ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების მაშინ კიდევ სხვა რაღაც იქნებოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით, ამგვარი ნაბიჯით თქვენ ხელს უწყობთ ისეთი მთავრობის შენარჩუნებას, რომელი მთავრობაც არის ლეღვის ფოთოლივით აფარებული იმ უხამსობაზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომლის სახელია უნიათობა, რომლის სახელია გაღარიბება, იმიტომ ხდება ასეთი რაღაც, რომ ნოლი აქვთ ბრძოლისუნარიანობა მტრის წინააღმდეგ კორუფციის წინააღმდეგ. ეს მთავრობა რაც უფრო დროზე მოცილდება მით უფრო ნათელი იქნება ქართული საზოგადოებისთვის რა დღეში ვართ,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა კომენტარები გააკეთეს
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს საქართველო”