პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, რომ გაერკვეს, რა არის ცენზურა და გაერკვეს, როგორია Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია – თამარ კინწურაშვილი

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პრემიერს ურჩევს გაერკვეს, რას ნიშნავს ცენტურა და როგორ ხდება ინფორმაციის გაფილტვრა Meta-ს პლატფორმაზე.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, რომ გაერკვეს, რა არის ცენზურა და გაერკვეს, როგორია Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია. ერთადერტი რამ შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროა, როცა ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს ხელმძღვანელობს და არ აქვს წარმოდგენა იმ მექანიზმებზე, რომელიც დეზინფორმაციასთან და საზოგადოების მედეგობასთან დაკავშირებით დემოკრატიულ საზოგადოებებში მოქმედებს. ჩვენ ვანიჭებთ სხვადასხვა პოსტებს სტატუსს, სტატიის საფუძველზე, განცხადებები იმის შესახებ, რომ ის პოსტები დაიბლოკა ან წაიშალა, არასწორია, სანქციებს მიმართავს სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის საზოგადოებრივი სტანდარტების, რომელიც ამ პროგრამის მიღმა არის თვითონ მეტა. ვხელმძღვანელობთ გამჭვრივალობის და ანგარიშვლადებულების პრინციპებიდან გამომდინარე ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას და შესაბამისად, ზოგადად ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება შემზღუდველი ამა თუ იმ საქმიანობის – ლაშა ხუციშვილი
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს დღევანდელ პროცესზე გამამართლებელი განაჩენის იმედი არ აქვთ