ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს დღევანდელ პროცესზე გამამართლებელი განაჩენის იმედი არ აქვთ

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს დღევანდელ პროცესზე გამამართლებელი განაჩენის იმედი არ აქვთ, რადგან ამბობენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის ინტერესების დამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ლაზარეს დანაშაულზე მიუთითებს, მათ შორის, მტკიცებულებად არ გამოდგება არც დაზარალებული პოლიციელების ჩვენებები.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეში, რეალურად, რა არის მტკიცებულებების სახით გამოკვლეული? ეს არის ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა, პოლიციელების ჩვენებები, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და მათ შორის, ე.წ. დაზარალებულის ჩვენებები. ვერცერთმა მტკიცებულებამ, ვერცერთმა მათგანმა ვერ დაადასტურა რაიმე სახის შემხებლობა ლაზარე გრიგორიადისის დანაშაულებრივ ქმედებასთან. თითოეულმა მათგანმა, დაზარალებულებმა მკაფიოდ განმარტეს, რომ დიახაც, მათ მიადგათ შესაბამისი ზიანი, ვინ მიაყენა მათ დაზიანება, ვისგან იყო ნასროლი, მათ გასცეს ძალიან ამომწურავი პასუხი, რომ კონკრეტული პირის იდენტიფიცირება მათთვის შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ დაუნახავთ, – ამბობს ადვოკატი თათია მანიჟაშვილი.

კიდევ ერთი ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ინტერესების დამცველები პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალების თხოვნით მეორე დღესვე მიმართავენ.

არის საკმაოდ პოლიტიკური, საკმაოდ რეზონანსული, აბსოლუტურად სხვა სარჩულს ატარებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გავქვს მოლოდინი გამამართლებელი განაჩენის, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დაცვის მხარე მეორე დღესვე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როგორც ლაზარე, ისევე იდენტური სსკ-ის მუხლებით მიეცნენ პასუხისგებაში, თუმცა ყველა ახალგაზრდა იმყოფებოდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ, კერძოდ, გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა ლაზარე იმყოფებოდა და იმყოფება დღესაც პატიმრობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ ვიზუალური გარეგნობის გამო, ვერ გეტყვით, – ამბობს ლიკა ბითაძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, რომ გაერკვეს, რა არის ცენზურა და გაერკვეს, როგორია Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია – თამარ კინწურაშვილი
შემდეგი სტატიამთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო