რუსული კანონის მიღების შემდეგ პორტუგალიის საკანონმდებელო ორგანოში პარტია “ლიბერალურმა ინიციატივამ” ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატ კენჭისყრის ჩატარების წინადადება წარადგინა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღება სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა და გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.
პარტიის წარმოდგენილების თქმით, “ცოტა თუ მოელოდა, რომ ორი წლის შემდეგ, ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი 2008 წელს სასტიკად დაესხა თავს, ისევ კრემლის ორბიტაზე დაბრუნდებოდა”.
“საქართველოს მმართველი პარტია, სახელად “ქართული ოცნება”, ცდილობს, რომ ევროკავშირში ყოფნის ქართველი ხალხის ოცნება “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტის წინ წაწევით გაყიდოს” აღნიშნული კანონპროექტი სერიოზული თავდასხმაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეჭვქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის გახსნილობას გარე სამყაროსთან მიმართ, ასევე იმ კავშირებს, რომელთა გაღრმავებასაც საქართველო დანარჩენ ევროპის კონტინენტთან ცდილობდა. ლიბერალური ინიციატივა ქართველი ხალხის მხარეზეა მათ ბრძოლაში, იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების გარანტიებით”, – წერია განცხადებაში.