კალაძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ისე არაფერი სჭირდება ქვეყანას, როგორც მშვიდობა და სიმშვიდე.

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გამოიყენოს სათავისოდ და ქვეყანაში შეიქმნას იგივე ვითარება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, არაერთი ომი გვიწარმოებია და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ეს ყველაფერი. 2008 წელი გავიხსენოთ, რა მოგვცა, რა მივიღეთ – დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენი სოფლები, გმირი ჯარისკაცები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ვიცით, რას ნიშნავს ომი და არ გვინდა, იგივე მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. გვჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით
შემდეგი სტატიაკალაძე – ვნახეთ ძალადობრივი პროტესტიც, რომლის უკან დგანან რევანშისტი პოლიტიკოსები, მათი დღის წესრიგია სახელმწიფო გადატრიალება