მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ საქართველოსთვის ჩვენ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” გაიწვიოს რუსული კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ მომავალს.

განცხადებას ევოპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ მიქსერი ავრცელებენ.

“ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოეთის აგენტების კანონის” მიღების გამო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.

“თბილისში მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავის შეკავებით ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერი ძალადობა ან განგრძობადი დაშინება მომიტინგეების მიმართ, არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, მიუღებელია.

“ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენ პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას დაუყონებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს უცხოეთის აგენტების კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად კენჭისყრა ჩატარდება
შემდეგი სტატიაარ არის ეს რუსული კანონპროექტი – სტუ-ს რექტორი