არ არის ეს რუსული კანონპროექტი – სტუ-ს რექტორი

“სირცხვილი” – სკანდირებენ ამ წუთებში რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. ისინი ითხოვდნენ უნივერსიტეტმა გამოიწვიოს ხელმოწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივი განცხადებიდან.

რექტორი, დავით გურგენიძე ამბობს, რომ “ოცნების” მიერ მიღებული კანონი რუსული არაა და გაფიცვა არ შეიძლება.

“ჯავახიშვილს არ მოუწოდებია გამოდი გარეთო… [თქვენ სტუდენტების მოთხოვნას არ უერთდებით?] არა, არ შეიძლება გაფიცვა, [თქვენი სტუდენტების ნაწილიც გაფიცულია] კი ბატონო, როცა იქნება საშუალება აღუდგენენ მათ ლექციებს, როგორც იქნება ამის საშუალება. არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ასე ვთვლი, რა იყო, ჩემი უფლება არ არის. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობთ ხელს”, – ამბობს დავით გურგენიძე.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ საქართველოსთვის ჩვენ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას – ევროპარლამენტარები
შემდეგი სტატიაკალაძე – ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით