ფრანგს, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა, ოთხი თვით ციხე შეუფარდეს

მაკრონი აშშ-ს და ბრიტანეთს მოუწოდებს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინები

ახალგაზრდა ფრანგს, რომელმაც სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდეტს ემალუელ მაკრონს სილა გააწნა, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ მაკრონი ანსახიერებს ყველაფერ იმას, რაც საფრანგეთში დალპა.
ქალაქ ვალანსის სასამართლომ 28 წლის შუასაუკუნეების ბრძოლების რეკონსტრუქტორს, უმუშევარ დამიენ ტარელს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუცა აქედან 14 თვე პირობითი მისცა. მას ოფიციალურ პირზე თავდასხმის მუხლით ოთხი წლით ციხე და 45 ათასი ევრო ჯარიმა ემუქრებოდა.

“ვფიქრობ, რომ მაკრონი ჩვენი ქვეყნის დალპობას ანსახიერებს. მე მაკრონი დილით დუელში რომ გამომეწვია, ვეჭვობ, რომ ეპასუხა” – ტარელმა თქვა.

საფრანგეთის ნაციონალისტების ლიდერმა მარინ ლე პენმა ტარელის მოქმედება დაგმო და თქვა, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თვითონ მაკრონმა აღნიშნა, რომ მომხდარი ერთი პირის აქციაა და რომ სიძულვილი და ძალადობა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში, 16 წლის მოზარდს, 8 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავებიან
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ლიეტუვის სახით გვყავს კარგი მეგობარი