ფრანგი გენერლები პუტჩით იმუქრებიან

გენერლები პუტჩით იმუქრებიან

20-მა გადამდგარმა გენერალმა პარიზი შოკში ჩააგდო. მათ მიგრანტების, “ისლამიზმისა” და “ქალაქგარეთიდან შემოსული ნაკადის” წინააღმდეგ მოწოდება გააკეთეს და პრინციპში პუტჩითაც დაიმუქრნენ – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

ღია წერილს რამდენიმე ასეულმა ოფიცერმა მოაწერა ხელი, ისინი სხვადასხვა რანგის სამხედრო, პოლიციისა და ჟანდარმერიის თანამშრომლები არიან, მათ შორის, რამდენიმე ათეული გადამდგარი გენერალია. წერილი მაისის დასაწყისში Valleurs Actuelles-ში დაიბეჭდა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი, შეაფასეს როგორც მემარჯვენე რადიკალების პროვოკაცია, რომელიც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდება.

წერილში წერია, რომ “საფრანგეთი საფრთხეშია” და “დადგა სასტიკი დრო”, როცა “ისლამიზმი” ქვეყანას, ფრანგულ კულტურას და ისტორიას ანგრევს, მიგრანტებს კი “ქალაქგარეთიდან შემოსულ ნაკადს” უწოდებს.

ეს გამონათქვამები თავისთავად შეიცავს მიგრანტებისა და მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილს. პარიზის გარეუბნების აღწერისას ნათქვამია, რომ “იქ მეფობს უკანონობა და დღითიდღე იზრდება საშიშროება და ძალადობა”. თუკი ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს, მაშინ ეს გამოიწვევს “ჩვენი აქტიური მეგობრების ინტერვენციასა და საბოლოო აფეთქებას”, რომელიც მიმართული იქნება ფრანგული ცივილიზაციისა და ერის დასაცავად” – ნათქვამია წერილში. ხელმომწერთა შორის 18 მოქმედი ოფიცერია, მათ ვადამდელ პენსიაზე მოუწევთ გასვლა – “დოიჩე ველე” წერს.

წერილის ავტორებს მხარი “”ნაციონალური გაერთიანების” ლიდერმა მარინ ლე პენმა დაუჭირა. “ეს ყველა ფრანგი პატრიოტის ვალდებულებაა – ადგეს და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად რამე გააკეთოს”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს “მშვიდობიანი ბრძოლა” უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი გარეჯის ინციდენტზე: ეს კამპანია არის უკიდურესად ამორალური და უზნეო
შემდეგი სტატიაგერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული 9%-ით გაიზარდა