გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული 9%-ით გაიზარდა

გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული გაიზარდა

გერმანიაში 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული თითქმის 9%-ით გაიზარდა – სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების მოხსენებიდან ჩანს, რომელიც ბერლინში 4 მაისს პრესკონფერენციაზე წარადგინეს. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს სულ 44 692 პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული დარეგისტრირდა.
მათგან მემარჯვენე ექსტრემისტულ სამართალდამრღვევებზე – 23 604 ფაქტი, რაც, თავის მხრივ, ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოხსენება შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა წარადგინა. მან მემარჯვენე ექსტრემიზმს ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა.

ძალადობით გამოხატული პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული 19%-ით გაიზარდა და 3365 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დაახლოებით 2018 წლის მაჩვენებლის ტოლია. 2351 შემთხვევა ანტისემიტიზმის ნიადაგზე მოხდა და ის 300-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მემარცხენე ექსტრემისტული ძალადობრივი დანაშაული 45%-ით გაიზარდა და 1526 შემთხვევა შეადგინა. ასევე, 3599 ძალადობრივი შემთხვევა კოვიდ-19-ის პანდემიას უკავშირდება – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიფრანგი გენერლები პუტჩით იმუქრებიან
შემდეგი სტატიავაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან