პრაღაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

 ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საფეხმავლო ხიდი, რომელიც მდინარე ვლტავაზე გადის, ჩამოინგრა. ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი გამოცემა “Novinky”.
მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს 4 ადამიანი, რომლებიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. დაზარალებულთა ევაკუაციისთვის გამოყენებულ იქნა ვერტმფრენი.
ხიდის, რომელიც 1984 წელს ააშენეს, ჩამონგრევის მიზეზი უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, ხიდი სპეციალისტებმა 2011 წელს შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ მისი ექსპლუატაცია მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავა: მკვლელობის ადგილზე მირზა სუბელიანის შვილი იმყოფებოდა და ის დანაშაულის თანამონაწილეა
შემდეგი სტატიამარიანო რახოი: კატალონიაში სეპარასტისტული პროცესი დასრულდა