ზვიად კუპრავა: მკვლელობის ადგილზე მირზა სუბელიანის შვილი იმყოფებოდა და ის დანაშაულის თანამონაწილეა

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. კუპრავას ინფორმაციით, საუბარია პროკურატურის თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილზე, რომელიც ბრალდებულის ნათესავია. მისივე თქმით, სუბელიანის შვილმა, დამალა ინციდენტი, დეიდაშვილს თანასკოლელები ე.წ. “რაზბორკაზე” დააბარებინა შემდეგ კი ასევე დამალა მკვლელობა.

 

 

“1) ფაქტია, რომ პროკურატურის მაღალ ჩინოსნის შვილმა დანაშაული დამალა.

2) ა. ს.- მ საკუთარ მამას პროკურატურის მაღალ ჩინოსანს მირზა სუბელიანს წინასწარი შეცნობით არ დაურეკა. არაფერი უთხრა მანდატურს. სკოლის ინციდენტი დამალა და ბოლოს ამ ყველაფრის სანაცვლო დაურეკა მის დანებით შეიარაღებულ დეიდაშვილს და თანასკოლელები რაზბორკაზე დააბარებინა.

3) მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა თავად მირზა სუბელიანის შვილი ა. ს. და ის თანამონაწილეა დანაშაულის.

პ.ს. ვერ გააპრავებთ, ვერა! ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი! ორი ჩამქვრალი სიცოცხლე არავის არ უნდა შერჩეს!,”-წერს ზვიად კუპრავა.

მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დევნილთა მინისტრის სოზარ სუბელიანის ახლო ნათესავია და ის სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, გენინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 

 

 

 

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : აუცილებლად უნდა ჩატარდეს მუშაობა განათლების სისტემაში იმისთვის, რომ ჩვენი შვილები უფრო მეტად იყვნენ დაცული ასეთი საზარელი ფაქტებისგან
შემდეგი სტატიაპრაღაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა