ფოთის თეატრს რეაბილიტაცია უტარდება

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იმედი“ ასრულებს და იგი 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი დროებით, სახელოვნებო ცენტრის დარბაზში მართავს სპექტაკლებს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების არჩევის წესზე კობახიძის კანონპროექტს მხარი მმართველი გუნდის ორმა დეპუტატმაც არ დაუჭირა
შემდეგი სტატია„ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება“ – ბადრი შელია