მოსამართლეების არჩევის წესზე კობახიძის კანონპროექტს მხარი მმართველი გუნდის ორმა დეპუტატმაც არ დაუჭირა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა მისცა.

კენჭყისყრის შედეგად ირკვევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს უმრავლესობის დეპუტატებმა, ალექსანდრე ერქვანიამ და ლევან კობერიძემ.

კანონპროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ოპონენტებს – სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე
შემდეგი სტატიაფოთის თეატრს რეაბილიტაცია უტარდება