„ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება“ – ბადრი შელია

გენშტაბის უფროსის, ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადბას პარტიის – „კანონი და სამართალი“ წევრი ბადრი შელია ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინდელი თავდაცვის ძალების მეთაურის აწ უკვე გენერალ-ლეიტენანტ ჩაჩიბაიას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, თურმე, სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და არა – ბრძოლები რუსების და სხვა გადამთიელების წინააღმდგ, არ არის შეცდომით და შემთხვევით გაკეთებული განცხადება… ეს ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი განცხადებაა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
ბატონო ჩაჩიბაია, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგეთ, პატივი სცეთ მუნდირს, რომელსაც შეურაცხოფთ და საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში. არაერთხელ განმიცხადებია, რომ არმია დღეს ისეთი პოლიტიზირებულია, როგორც არასდროს და ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ქვეყნის პირველი სამხედრო (მხოლოდ რანგით და წოდებით) საჯაროდ აკეთებს პოლიტიკურ
ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა მთავარ-სპარს-ალმა კი, გუშინ 8 სამხედროს მიანიჭა გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორის და ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებები, მაგრამ რისთვის? დაშლილი სტრუქტურებისთვის? დანგრეული ინფრასტრუქტურისთვის? ჯარში გამეფებული ნეპოტიზმისთვის? თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენი ჯარისკაცების მიმართ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მრავალჯერ დარღვევისთვის? თუ იმისთვის ჯარისკაცებს დღემდე სამარცხვინო ხელფასები რომ აქვთ? სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები რომ არ აქვთ? უხარისხო საკვებისთვის? სამარცხვინო სამედიცინო დაზღვევისთვის? ჩვენი დაჭრილი ბიჭების უყურადღებოდ მიტოვებისთვის? დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების ბედის ანაბარა მიტოვებისთვის? ვეტერანების დავიწყებისთვის? თუ არმიის განვითარებაში ხელის შეშლისთვის?.. როცა თქვენს ჯარისკაცებს იმის მეოთხედიც არ აქვთ რაც ეკუთვნით, როცა ჩვენს ტერიტორიებს ბრძოლების გარეშე ვთმომთ ყოველდღიურად მირცხალ-მირცხალ, როგორ იკერებთ მხრებზე გენერლის სამხრეებს?! იმათ ვინც ამ წოდებებს განიჭებთ თუ არ აქვთ ჭკუა და გონება, თქვენც არ გაქვთ? ღირსება მეტად ფასობს თუ წოდება თქვენთვის? თქვენ გუშინ საბოლოოდ დაკარგეთ ავტორიტეტი არმიაში ბატონებო და იცოდეთ რომ თუ რომელიმე ჯარისკაცი გაძლევთ სამხედრო სალამს და ასრულებენ თქვენს ბრძანებებს მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო მუნდირს სცემენ პატივს და არა – თქვენს პიროვნებას და ღირსებას!!!
იმედი მაქვს ასეთი ,,მამაცები” და თავდაჯერებულები იქნებით მაშინაც, როცა ძალიან მალე კანონი კარგად ჩაგახედებთ თქვენს პასუხისმგებლობებში და მოვალეობებში ბატონო პოლიტ-გენერლებო!“

banner
წინა სტატიაშიფოთის თეატრს რეაბილიტაცია უტარდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე გედევან ფოფხაძეს – გამოამჟღავნეთ პატივისცემა და შემდეგ მოგცემთ სიტყვას