ფოთის მერს ირაკლი კაკულიას უკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი. კაკულიას თქმით, ფოთის ბაზრობაზე, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 2000 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოედო.
„ძალიან რთული ვითარებაა, აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მე მიკვირს, კითხვა ჩნდება, რატომ ხდება მთელ საქართველოში ხანძრები ასე და ალბათ დაადგენენ“, – ამბობს ფოთის მერი.
სავაჭრო ცენტრში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლს ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა 70-მდე მაღაზია.