აფხაზმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ,,კრასნოდარის,, ,,სოჩისა,, და კიდევ რამდენიმე კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, აფხაზური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ანდრიან კოკოსკირი გაგარაში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო დროს მშობლიური გაგრის ,,გაგრაში,, თამაშობდა, რუსული მედიის ინფორმაციით, თავი მოიკლა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაცვლილმა გამოსათხოვარი წერილი დატოვა. მიუხედავად ამისა თვითმკვლელობის მოტივები ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერი: კითხვა ჩნდება, რატომ ხდება მთელ საქართველოში ხანძრები ასე
შემდეგი სტატიარუსეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით აღშფოთებულნი არიან – ლავროვი