ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 38 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 38 წლის ქალს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წუხელ გადმოიყვანეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში, ამჟამად თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარატნში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სოხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე – ვებრძვით და ვიცავთ 86 წლის ქალის სიცოცხლეს…
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დამსახურებას, დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში