Porsche-მ ყველა ღონისძიება გააუქმა, სადაც მარია შარაპოვა მონაწილეობდა

გერმანულმა Porsche-მ გააუქმა ყველა ღონისძიება, რომელსიც რუსი ტენისისტი მარია შარაპოვა მონაწილეობდა იმ დროის განმავლობაში, სანამ სპორტსმენთან დაკავშირებით დოპინგის მიღებაზე გამოძიება მიმდინარეობს.
Porsche-მდე სპორტსმენთან დადებული სარეკლამო კონტრაქტი გააუქმა შვაიცარიულმა საათების კომპანიამ TAG Heuer და ასევე სპორტულმა ფირმამ Nike.

გუშინ შარაპოვამ განაცხადა, რომ მისი სისხლის ანალიზში ნაპოვნი იქნა დოპინგი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან ოფიციალურად აიკრძალა.
პრეს-კონფერენციაზე სპორტსმენმა განაცხადა, რომ პრეპარატს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე იღებდა და მისი აკრძალვის შესახებ მას არაფერი სმენია.
ტენისის საერთაშორისო ფედერაციამ შარაპოვა საქმის ირგვლივ გადაწყვეტილების მიღებამდე სპორტს ჩამოაშორა.

Nike, TAG Heuer და Porsche-ს გარდა, სპორტსმენს კონტრაქტები აქვს Cole Haan, Head, Samsung და Evian-თან.

სპორტსმენის განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მიმდინარეობს გამოკვლევა, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ შარაპოვამ არ იცოდა პრეპარატის აკრძალვის შესახებ, თვითონ თუ მისი ექიმი. გუნდი მის დაცვას ცდილობს.
ტვითონ კი პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც მის სხეულში მოხვდება.

banner
წინა სტატიაშისეულმა ფხენიანს სანქციები გაუზარდა
შემდეგი სტატიადევიდ კემერონს აქცენტის გამო დასცინეს