სეულმა ფხენიანს სანქციები გაუზარდა

სამხრეთ კორეამ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა – ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო “რენხალი” წერს. განახლებულ “შავ სიაში” 38 ჩინოვნიკი და 30 ორგანიზაცია შევიდა, რომლებიც, სეულის აზრით, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში არიან მონაწილეები.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის იანვარში წყალბადის ბომბის შესახებ გააკეთა განცხადება.
“შავ სიაში” მყოფი ფიგურანტების საბანკო ანგარიშები სამხრეთ კორეამ დააყადაღა და მათ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის ცატარება ეკრძალებათ.
გარდა ამისა, სეულმა ჩრდილოეთ კორეადან შემომავალი ტვირთის კონტროლი გააძლიერა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფხენიანმა მზაობა გამოთქვა აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ატომური ბომბი გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს განახორციელებენ, რომელიც 7 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,,მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ”
შემდეგი სტატიაPorsche-მ ყველა ღონისძიება გააუქმა, სადაც მარია შარაპოვა მონაწილეობდა