პოროშენკომ პოლიტპატიმრებს სტიპენდია დაუნიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განკარგულება გამოსცა უკრაინელი პოლიტპატიმრებისთვის, რომლებიც რუსეთის ციხეში იხდიან სასჯელს, სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე. “ლევკო ლუკიანენკოს სახელობის სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნებათ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო არაკანონიერად დააკავეს რუსეთის ფედერაციის ოკუპანტმა ადმინისტრაციამ, რომლემაც კონტროლი დაამყარა დონეცკის და ლუგანსკის, ასევე, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში” – განკარგულების ტექსტს “დოიჩე ველე” ციტირებს. წელიწადში 100 სტიპენდიის გაცემაა დაგეგმილი. მისი გაცემა გაგრძელდება პატიმრის განთავისუფლებიდან ერთი წლის მანძილზეც. მისი რაოდენობა დაახლოებით 183 დოლარი იქნება ყოველთვიურად.

ლევკო ლუკიანენკო უკრაინელი პოლიტიკოსი, საბჭოთა დისიდენტი და უკრაინის 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების თანაავტორია. ის 2018 წლის 7 ივლისს კიევში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ – მმართველი გუნდის წევრები ია კერზაიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაკრემლის ბოტები საფრანგეთზე თავდასხმას ახორციელებენ