კრემლის ბოტები საფრანგეთზე თავდასხმას ახორციელებენ

Bloomberg-ის ინფორმაციით, “ყვითელი ჟილეტების” პროტესტის ფონზე, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს, სოციალურ ქსელებში კრემლის ბოტები გააქტიურდნენ. “ტვიტერში” 600 აკაუნტი, რომელიც ცნობილია კრემლის პოლიტიკის პროპაგანდით, ახლა ძირითადად ჰეშტეგ #giletsjaunes-ს იყენებს – ეს ფრანგული პროტესტის სახელია – საინფორმაციო სააგენტო წერს. აღნიშნულ აკაუნტები, როგორც წესი, წერენ ბრიტანეთსა და აშშ-ზე, თუმცა, მინიმუმ ერთი კვირის წინ მათთვის აქტუალური თემა ფრანგული პროტესტი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნულ აკაუნტებზე ამტკიცებენ იმას, რომ ფრანგი სამართალდამცველები აჯანყების წინაშე დგანან. ეს ჰიპოთეზა ფაქტებით არ დასტურდება და ის კრემლის სხვა დეზინფორმაციას გავს, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში იყენებს. ძირითადი მასალა, რასაც აკაუნტები იყენებენ, გავრცელებულია პრორუსული “სპუტნიკის”, ტელეკომპანია Russia Today-სა და სააგენტო Ruptly-ს მიერ. მაგალითად, აღნიშნული მედია წერდა, რომ ფრანგი სამართალდამცველები აღარ უჭერენ მხარს პრეზდენტ მაკრონს და რომ პოლიცია პროტესტანტების მხარეს გადავიდა – “დოიჩე ველე” წერს.

მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების მსვლელობისას შაბათს 1723 ადამიანი დააკავეს, მათგან 1220 პატიმრობაში დატოვეს ფრანგმა სამართალდამცველებმა. სულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 125 ათასმა ადამიანმა მიიღო მთელს საფრანგეთში, მათგან პარიზში – 10 ათასმა. პროტესტანტები საწვავზე ფასის მატებას და გადასახადების გაზრდას აპროტესტებენ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ პოლიტპატიმრებს სტიპენდია დაუნიშნა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “ივანიშვილი ან შეცვლის სიტუაციას, ან თავად დასრულდება პოლიტიკურად”