პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) პოლონური წარმომავლობის პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. “2021 წლის 5 მაისს ABW-მ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავა. ის მიღებულ დავალებებს ასრულებდა, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურებს პოლონურ სამხედრო ორგანიზაციებზე და მოქალაქეებზე ინფორმაციას და მასალებს აწვდიდა, ანუ, იმ მონაცემებს, რომელიც აუცილებელია რუსეთის მხრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ მოქმედებისთვის” – სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულია, რომ მოქალაქემ ბრალი აღიარა. სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილას ჩხრეკა ჩატარდა, დაიკითხა რამდენიმე მოწმე. საქმის გამოძიება გრძელდება და მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციის უფროსი – ვითარება განმუხტულია, ემატება პოლიციის ძალები
შემდეგი სტატიადღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება