ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი – ვითარება განმუხტულია, ემატება პოლიციის ძალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ დმანისში ვითარება განმუხტულია. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ადგილზე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან და დამატებით ძალები ისევ ემატებიან.

გოგნიაშვილმა ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე ორივე მხარის გამოკითხვა მიმდინარეობს ჯერჯერობით უცნობია სულ რამდენი პირია დაკავებული.

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ადამიანების გამოკითხვა. რამდენი ადამიანია დაკავებული ინფორმაცია არ გვაქვს, დამატებით კომენტარს გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი.

მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვა, როგორც ერთი მხარის ასევე მეორე მხარის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ ყოფილიყო. ჩვენ განვაიარაღეთ მაქსიმალურად ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბევრი თანამშრომელია ადგილზე, გუშინაც იყო, დღესაც არის და დღესაც ემატება ძალები. ვითარება განმუხტულია… დამშვიდდით დაწყნარდით”,- თქვა ლაშა გოგნიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია – ზურა ჯაფარიძე დმანისზე
შემდეგი სტატიაპოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს