პოლონეთში რუსეთის ოთხ მოქალაქეს ისლამისტების დახმარებაში დასდეს ბრალი

პოლონეთში რუსეთის ოთხ მოქალაქეს ისლამისტების დახმარებაში დასდეს ბრალი

3პოლონეთში რუსეთის ოთხ მოქალაქეს, ეროვნებით ჩეჩნებს, სირიელი ექსტრემისტების დაფინანსებაში და სხვა სახის დახმარებაში ედებათ ბრალი. ისინი იატაკქვეშა ქსელის წევრები არიან, რომელიც პოლონეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბიალასტოკში, ლომჟში, ვარშავასა და სხვაგან მოქმედებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩეჩნები “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ბოევიკს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ეხმარებოდნენ – ჩეჩნებმა ბოევიკი პოლონეთში ჩამოიყვანეს და უმკურნალეს, შემდეგ კი, თურქეთში ჩასვლაში დაეხმარნენ. გარდა ამისა, ისინი ტერორისტებისთვის ყიდულობდნენ ზურგჩანთებს და სხვა გარნიტურს.
პროკურატურის განცხადებით, ყველა ბრალდებული პოლონეთში კანონიერად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშინორვეგია რუსეთის საზღვართან კედელს აშენებს
შემდეგი სტატიათურქეთში ქურთებთან კავშირის გამო 12 ათასი მასწავლებელი დაითხოვეს