თურქეთში ქურთებთან კავშირის გამო 12 ათასი მასწავლებელი დაითხოვეს

თურქეთში ქურთებთან კავშირის გამო 12 ათასი მასწავლებელი დაითხოვეს

2თურქეთის მთავრობამ სამსახურებიდან 11,5 ათასი მასწავლებელი დაითხოვა, რომლებიც ქურთ ბოევიკებთან კავშირში არიან შემჩნეული -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო იხსენებს, რომ 3-4 სექტემბერს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მოგზაურობისას, პრემიერმა ბილანი იილდიმირმა განაცხადა, რომ 14 ათასი მასწავლებელი, ასე თუ ისე, ქურთ ბოევიკებს უჭერს მხარს.
ასევე, ანკარამ ადგილობრივი საბჭოები გააუქმა სურის და დიარბაკირის პროვინციებში. მთავრობამ განაცხადა, რომ თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა უმრავლესობაშიც დემოკრატიული პარტიაა, ქურთების მუშათა პარტიას ეხმარება.
ანკარასა და ქურთების მუშათა პარტიას შორის ურთიერთობა 2015 წელს დაიძაბა. მიზეზი ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტი იყო, რომლის დროსაც 32 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში რუსეთის ოთხ მოქალაქეს ისლამისტების დახმარებაში დასდეს ბრალი
შემდეგი სტატია“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს