პოლონეთში გრძელი ლოქდაუნის შემდეგ სავაჭრო ცენტრები გაიხსნა

პოლონეთში დღეიდან გაიხსნა ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია იმ პირობით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ. მაღაზიის თანამშრომლები და ვიზიტორები ვალდებული არიან ნიღბები ატარონ, ეს უკანასკნელნი, ასევე ვალდებული არიან ხელთათმანები ეკეთოთ. 100 კვ/მეტრის ფართის მქონე მაღაზიაში, შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირი იყოს 15კვ/მ-ზე, უფრო დიდ მაღაზიებში კი – 20 კვ/მეტრზე ერთი პირი.
რესტორნები და პიცერიები ისევ მხოლოდ გატანაზე მუშაობენ.
დღეიდან მუშაობა აღადგინეს, ასევე, გალარეებმა და მუზეუმებმა.

პოლონეთში რესტორნები 15 მაისიდან გაიხსნება.

პოლონეთში ლოქდაუნი მარტიდან მოქმედებს.

26 აპრილიდან 1-3 კლასისა და სკოლამდელი დაწესებულებების მოსწავლეები სტაციონარულ სწავლას დაუბრუნდნენ.
პოლონეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღე იკლებს. გაზაფხულზე პიკზე დღეში 35 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. გასულ კვირას კი ეს მაჩვენებელი 9 ათასამდე ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში “ოქტობერფესტი” ზედიზედ მეორედ გადადეს