გერმანიაში “ოქტობერფესტი” ზედიზედ მეორედ გადადეს

მსოფლიოში ცნობილი ლუდის ფესტივალი “ოქტობერფესტი”, რომელიც მიუნჰენში ტარდება, წინასწარ გადადეს, უკვე ზედიზედ მეორედ, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გრძელდება -ამის შესახებ  “დოიჩე ველე” წერს. ბავარიის პრემიერმა მარკუს ზიოდერმა თქვა, რომ გადაწყვეტილებამ, რომელიც მან ქალაქის მერთან ერთად მიიღო, “გული შეუკუმშა”.
ფესტივალი, რომელსაც, როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გრძელდება.
ფესტივალის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა კლემენს ბაუმგარტნერმა თქვა, რომ გადაწყვეტილება “”აბსოლუტურად სწორია სტუმრების ნდობისა და “ოქტობერფესტის” რეპუტაციის შესანარჩუნებლად”. მან იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი მომავალ 2022 წელს ჩატარდება.

“ოქტობერფესტი” გერმანიაში 200 წელია ტარდება. უკანასკნელი წლები ფესტივალს წლიურად 6 მილიონი სტუმარი სტუმრობდა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში გრძელი ლოქდაუნის შემდეგ სავაჭრო ცენტრები გაიხსნა
შემდეგი სტატიაბილ და მელინდა გეიტსები 27 წლის ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ