პოლონეთმა უკრაინას 18 საარტილერიო დანადგარი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას 18 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი AHS Krab გადასცა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

AHS Krab ბრიტანულ-კორეულ-პოლონური საარტილერიო დანადგარია და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ითვლება. პოლონეთის არმიაში სხვადასხვა მონაცემებით 56 -80 ასეთი სისტემაა. 18 ერთეული 155 მმ-იანი დანადგარით სამი საარტილერიო ბატარეის ფორმირებაა შესაძლებელი.

საარტილერიო დანადგარის სერიული წარმოება 2014 წელს დაიწყო. ის ყველა თანამედროვე ელექტრონული სისტემით არის აღჭურვილი. ქვემეხს სროლა სტანდარტული ჭურვებით 30 კმ-ის მანძილზე შეუძლია, ხოლო რეაქტიული ჭურვებით – 40 კმ-ზე.

ერთი საარტილერიო დანადგარის ფასი 11,46 მლნ დოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩების შეხვედრა დასრულდა, სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის შეთანხმებისგან – რიკარდ იოზვიაკი
შემდეგი სტატიარუსეთში დანიის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება შეაჩერა