ევროკავშირის ელჩების შეხვედრა დასრულდა, სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის შეთანხმებისგან – რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღეს, 30 მაისს, გამართულ შეხვედრაზე კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპელმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა ტვიტერზე დაწერა.

„ევროკავშირის ელჩების შეხვედრა დასრულდა. შესაძლოა, სანქციებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნებში გარკვეული ცვლილებები იყოს, რასაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, მაგრამ სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის შეთანხმებისგან“, – განაცხადა იოზვიაკმა.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე მსჯელობა თვეზე მეტია მიმდინარეობს. მთავარი დაბრკოლება რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგოზე შეთანხმების შეუძლებლობაა, რასაც უნგრეთი ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე და ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაპოლონეთმა უკრაინას 18 საარტილერიო დანადგარი გადასცა