პოლონეთმა პირობა დადო, რომ „დონალდ კუკთან“ დაკავშირებით შურს იძიებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 14, 2016 21:07

პოლონეთმა პირობა დადო, რომ „დონალდ კუკთან“ დაკავშირებით შურს იძიებს

პოლონეთი და აშშ ერთობლივ პასუხზე მუშაობენ რუსული გამანადგურებლების მხრიდან ბალტიის ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით – ასეთი რეაქცია მოყვა რუსული სუ-24-ების ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკთან“ მაიხლოების შემთხვევას – დღეს პოლონური მედია წერს.
„ჩვენ ამერიკელებთან ბალტიის ინციდენტზე ვისაუბრებთ. ის მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პასუხს მოვიფიქრებთ“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციები რუსეთის მხრიდან პერმანენტულად შეინიშნება და „შეკითხვა იმაში მდგომარეობს – რისკენ არის ის მიმართული“ – აღნიშნა ვაშიკოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ზღვაზე ამერიკულ ხომალდს რუსული სუ-24 9 მეტრის სიშორეზე მიუახლოვდა და საავარიო სიტუაცია შექმნა. ინციდენტი რამდენჯერმე განმეორდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 14, 2016 21:07

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics