საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი 15 აპრილს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს.

 

პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.
banner
წინა სტატიაში“ტერიტორიის დაკარგვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულია”
შემდეგი სტატიაპოლონეთმა პირობა დადო, რომ „დონალდ კუკთან“ დაკავშირებით შურს იძიებს