პოლონეთის პრემიერი პირადად მიესალმა ამერიკელ ჯარისკაცებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო და მთავრობის სხვა წარმომადგენელები გუშინ, საღამოს პირადად მიესალმნენ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყანაში ნატოს გეგმის თანახმად არიან ჩასულები.
“მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენთან ხართ, რომ თქვენს მოსვლას პოლონეთს დიდი ხნით დაამახსოვრებთ” – განაცხადა შიდლომ და დაამატა: “პოლონეთში ყოველი ოჯახი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ. ეს პოლონეთის მთავრობის მოვალეობაა – ამ უსაფრთხოების გარანტია, და დღეს ამ მიმართულებით ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით”.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 4 ათასი ნატოს ჯარისკაცი განთავსდება.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა ტრამპის და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაბერლინი არჩევნებზე შესაძლო კიბერშეტევებისთვის ემზადება