კრემლმა ტრამპის და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “ჯერჯერობით შეხვედრაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს”.
შეგახსენებთ, რომ დღესვე დონალდ ტრამპის შტაბის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის, თავისი ინაუგურაციის დღეს, რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა Sunday Times-მა გაავრცელა.
გამოცემის მტკიცებით, თითქოსდა ტრამპმა და მისმა ჩინოვნიკებმა ბრიტანელ კოლეგებს პუტინთან შეხვედრის მოწყობის შესახებ უამბეს. “არასწორია. ეს შეტყობინება 100%-ით სიცრუეს” ტრამპის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა საკუთარ “ტვიტერზე” დადო.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთის უმაღლესმა მუფტმა კინოს და მუსიკას ამორალური უწოდა
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრემიერი პირადად მიესალმა ამერიკელ ჯარისკაცებს