ბერლინი არჩევნებზე შესაძლო კიბერშეტევებისთვის ემზადება

გერმანიაში არჩევნების საკითხებში ფედერალურმა რწმუნებულმა დიტერ ზარაიტერმა განაცხადა, რომ ისინი არჩევნების პერიოდში შესაძლო კიბერშეტევებისთვის ემზადებიან. “ჩვენ კიბერშეტევების შესაძლო სხვადასხვა ვარიანტს ვამუშავებთ” – თქვა მან Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა – წერს “დოიჩე ველე”.
გამოსათვლელი ცენტრის სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა, გარდა ამისა, შეიცვლება კომპიუტერები და მათი ადგილმდებარეობა. ექსტრემალურ შემთხვევაში, კიბერუსაფრთხოების სამთავრობო ცენტრით მოხდება სარგებლობა – თქვა ზარაიტერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ამერიკაში გამართულ საპრეზიენტო არჩევნებზე ჩარავაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრემიერი პირადად მიესალმა ამერიკელ ჯარისკაცებს
შემდეგი სტატია“ენმ”-ის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ