პოლონეთის გენპროკურატურამ მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დასმის გამო საქმე აღძრა

პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვების გამო გამოძიება დაიწყო – პოლონური TVN24 ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმის წარმოება საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდების მიზნით ცრუ ინფორმაციისა და მუქარის გამოყენების მიმართულებით დაიწყება.

მანამდე გავრცელდა, რომ ლიეტუვას გენერალურმა პროკურატურამაც დაიწყო სასამართლომდელი გამოძიება თვითმფრინავის გატაცებისა და ხალხისადმი სასტიკი დამოკიდებულების გამო, რაც თვითმფრინავის იძულებით დასმაში გამოიხატა.

პოლონეთმა და ლიეტუვამ 23 მაისს მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ფაქტს “სახელმწიფო ტერორიზმი” უწოდეს.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
მინსკი თებერვლიდან ცდილობს ვარშავისგან ბლოგერის ექსტრადაციას.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა – მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული მასშტაბისაა
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი – სამწუხაროდ, საპატრიარქოში ბიბლიას რწმენით არ კითხულობენ