პოლონეთი ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილს მოხსნის

პოლონეთი შეზღუდვებს ხსნის

პოლონეთში საბავშვო ბაღები და სკოლამდელი დაწესებულებები ორშაბათიდან მუშაობას განაახლებენ, თუმცა, აკრძალვების უმეტესობა ისევ ძალაში დარჩება – ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნედზელსკიმ თქვა – ადგილობრივი მედია ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მდგომარეობაა. “თუკი ვოევოდაში დაავადებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 30-ზე დაბლა ჩამოვა, ჩვენ შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქრებთ” – განაცხადა მინისტრმა.

პოლონეთში არსებული შეზღუდვები 25 აპრილამდე გაგრძელდება.
სასტუმროების მუშაობა 3 მაისამდე შეაჩერეს. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაშშ-ს შემდეგ ავღანეთიდან ჯარებს გერმანია და ბრიტანეთიც გაიყვანენ
შემდეგი სტატიადანია “ასტრა-ზენეკას” ხმარებიდან ამოიღებს