დანია “ასტრა-ზენეკას” ხმარებიდან ამოიღებს

დანია

დანია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პერიოდში უარს იტყვის “ასტრა-ზენეკას” გამოყენებაზე – ადგილობრივი მედია წერს. დანიის მთავრობას ამის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, მაგრამ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით პრეს-კონფერენციაა ჩანიშნული. Politiken-ის ინფორმაციით, დანიას, დაახლოებით 2,4 მილიონი “ასტრა-ზენეკა” ჰქონდა შეკვეთილი. ვაქცინის ამოღება დანიის ვაქცინაციის პროგრამის შეფერხებას გამოიწვევს.

დანიამ “ასტრა-ზენეკას” გამოყენება 11 მარტს მას შემდეგ შეაჩერა, რაც ვაქცინაციის შედეგად 60 წლის ქალი გარდაიცვალა. დანიის შემდეგ “ასტრა-ზენეკას” გამოყენება დროებით რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა. ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად განაცხადა, რომ “ასტრა-ზენეკას” გამოყენების სიკეთე მისი გამოყენების რისკს აღემატება. დანიას და ნორვეგიას ვაქცინის გამოყენება არ განუახლებიათ.

ფოტო: “დოიჩე ველე”

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპოლონეთი ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილს მოხსნის
შემდეგი სტატიაგერმანიაში თანხმობა განაცხადეს “ასტრა-ზენეკას” მეორე დოზის ვაქცინა შეუცვალონ ახალგაზრდებს