აშშ-ს შემდეგ ავღანეთიდან ჯარებს გერმანია და ბრიტანეთიც გაიყვანენ

გერმანია ბრიტანეთი ჯარს გაიყვანენ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სექტემბერში გერმანელი ჯარისკაცებიც დატოვებენ ავღანეთს – განცხადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ იგივე გადაწყვეტილება გაავრცელა – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შევდივართ ერთად და გამოვდივართ ერთად. მე ჯარის მოწესრიგებულ გამოყვანას ვუჭერ მხარს და ველოდები, რომ ჩვენ ამას გადავწყვეტთ (ნატოში)” – კრამპ-კარენბაუერმა გერმანულ ARD-სთან თქვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნატო გადაწყვეტილებას ე.წ. “ოთხეულის” სპეციალური შეკრების შემდეგ მიიღებს, როცა გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინსიტრები შეხვდებიან.

The Times-ის ცნობით, აშშ-ს შემდეგ ბრიტანეთიც გაიყვანს საკუთარ 750 ჯარისკაცს. გაზეთი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანელ ჯარისკაცებს ამერიკელი ჯარისკაცების გარეშე გაუჭირდებათ.

გუშინ გავრცელდა, რომ აშშ 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლისთავზე ავღანეთიდან თავის 2500 ჯარისკაცს გამოიყვანს.

ფოტო: “დოიჩე ველე”

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: ქართველი ხალხის მიერ 1978 წლის 14 აპრილს მოპოვებულ გამარჯვებას საქართველო არასოდეს შეელევა
შემდეგი სტატიაპოლონეთი ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილს მოხსნის