პოლონეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს

კვირას, 11 ნოემბერს პოლონეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, მთელს ქვეყანაში საზეიმო ღონისძიებები იმართება. ძირითადი ზეიმი იოსებ პილსუბდსკის მოედანზე, ვარშავაში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, პრემიერი მათეუშ მორავეცკი. დემონსტრაციას დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალ ტუსკმა, რომელიც ასევე, იმყოფებოდა ცენტრალურ მოედანზე, თქვა, რომ “სამშობლოს სიყვარული უთანხმოებაზე დიდია”.
11 ნოემბერს ვარშავაში ნაციონალისტების და მემარჯვენე რადიკალების მარში იყო დაგეგმილი, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვარშავას მერს ღონისძიების აკრძალვა უნდოდა, მაგრამ მას სასამართლომ არ მისცა ამის უფლება. ამის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა თვითონ ყოფილიყო აქციის მთავარი ორგანიზატორი.

banner
წინა სტატიაშიფლორიდაში არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიან-ტრამპი აღშფოთებულია
შემდეგი სტატიარუსეთი აშშ-თან დიალოგისთვის მზადაა