ფლორიდაში არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიან-ტრამპი აღშფოთებულია

აშშ-ს ფლორიდას შტატის მთავრობამ განკარგულება გასცა ხმების ხელახლა დათვლა მოხდეს – შუალედური არჩევნები რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” საფრანგეთიდან დაწერა, რომ მისი ოპონენტები “არჩევნების შედეგების შეცვლას” ცდილობენ.
ფლორიდას კანონებით, თუკი კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა 0,5%-ზე ნაკლებია, ხმების გადათვლა ავტომატურად უნდა მოხდეს.
გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, სენატის ორივე კანდიდატს, რესპუბლიკელ რიკ სკოტს და დემოკრატ ბილ ნილსონს თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ. 8,2 მილიონი მიცემული ხმიდან, სკოტი ნელსონს 12 562 ხმით უსწრებს, ანუ, 0,15%-ით. გუბერნატორის თანამდებობაზე კი რესპუბლიკელი რონ დესანტისი, რომელსაც ტრამპი უჭერს მხარს, დემოკრატ ენდრიუ გიმალს 0,41%-ით უსწრებს.
ხმების გადათვლა 15 ნოემებრს შუადღისთვის უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი და ტრამპი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების ღონისძიებას დაესწრნენ
შემდეგი სტატიაპოლონეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს