პოლონელმა მღვდელმა ბოდიში მოიხადა წიგნებისა და ნივთების დაწვის გამო

პოლონელმა მღვდელმა ბოდიში მოიხადა წიგნებისა და ნივთების დაწვის გამო პოლონელმა მღვდელმა, რომელმაც სახალხოდ დაწვა ჰარი პოტერზე წიგნები, ბოდიში მოიხადა – The Guardian-ი წერს. მამა რაფაელ იაროსევიჩმა წარუმატებელი უწოდა იდეას დაეწვა ნივთები, რომელიც მაგიასა და ოკულტიზმს უკავშირდება. მან განაცხადა, რომ “აქცია კონკრეტულად რომელიმე ავტორის, კონკრეტული ჯგუფების ან კულტურისა და რელიგიის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული”. “თუკი ვინმემ ასე აღიქვა ეს, ბოდიში მინდა მოვუხადო”- თქვა პოლონელმა მღვდელმა, რომელმაც 31 მარტს ქალაქ გდანსკში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ დაწვა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, აფრიკული ხის ნიღაბი, ბუდას ფიგურა, სპილოების სტატუეტები, მაგიისა და ადამიანების შესახებ წიგნები. აქციისთვის მღვდელი ქალაქის მთავრობამ დააჯარიმა

banner
წინა სტატიაში“ოცნების” ცის კაბადონზე, შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპრემიერის ვარსკვლავი აციმციმდეს
შემდეგი სტატია„გომბორას ნაერი ბევრია, ვინც გზაზე გველოდება“ – სალომე ზურაბიშილი „ფეისბუქზე“ საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს