პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას არამედ საქართველოს

“ჩვენი პარტნიორებისთვის ცხადია, რომ ამ რთული ვითარებიდან, რომელიც საქართველოშია, ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელ არჩევნებზე კონკრეტული თარიღის შეთანხმება.
საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, გადახედონ საკუთარ პოზიციებს და ხისტ მიდგომებს, იმისთვის რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ შევიდეს ღრმა ჩიხში, საიდან გამოსვლა ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ახლა არის ის მომენტი და ის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ესკალაცია თუ კი “ქართული ოცნება” გაითავისებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას არამედ საქართველოს. ამით ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ კრიზისი და გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ყველა ერთად გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობის წინ ხმაურია
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქურდბაცაცა კრიმინალებს უწოდებს