„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქურდბაცაცა კრიმინალებს უწოდებს

„ეს ქურდბაცაცა კრიმინალი პოლიციაა, რომელიც კრიმინალის ნაცვლად ებრძვის სამოქალაქო აქტივისტებს. არ გვაძლევს შესაძლებლობას, მეორე კარავი მოგვპარეს, ხელიდან გაგვტაცეს ქურდებმა და კრიმინალებმა. ერთი წელი აქ რომ კარავი იდგა, ის ხო კანონიერი იყო, კანონში შეიცვალა რამე? კანონიერად შეგვძელო კანონის დადგმა. ეს ხალხი ესებუას დაკავების, კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, აქ მე და სამოქალაქო აქტივისტებს გვებრძვიან აკავებენ, ეჭიდავებიან. ათამდე დაკავებული აქტივისტია, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ეს მავნებელი ადამიანები და ვწუხვარ, სახეზე აწერიათ, რომ გაუბედურებულები არიან. ამათი უმრავლესობა თვიდან თვემდე დამოკიდებული არიან ბანკომატზე, რომ შეყონ ბანკომატში ის კარტა და რაღაც 900 ლარი აიღონ, ამის გამო შეასრულებენ ბიძინას და გომელაურის ნებისმიერ დავალებას, საკუთარი ოჯახის წევრებს დაიჭერენ, ესენი არიან უნამუსოები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, “მოძრაობა საქართველოსთვის”, უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რვა აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე, რომელსაც, აქტივისტების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიცია ამბობს, რომ ყველა დაკავებულთან მიმართებაში, კანონის შესაბამისად იმოქმედეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას არამედ საქართველოს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირების დროს ათი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს