პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992  წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ქუთაისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქუთაისში, ნიკეას
ქუჩაზე, ზ.კ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში
მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების – პირადი ჩხრეკის დროს, ბრალდებული
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს – 1986 წელს დაბადებულ დ.გ.-ს
თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა