პოლიციამ „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული
პირი, ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური
ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე
მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ.
სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში
დააკავეს. ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.”- ნათქვანია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან
საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიასამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა- ავტოკატასტროფაში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა