პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავა

მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაკავებულია. როგორც ჟურნალისტებს დღეს განუცხადეს შსს–ს მოსკოვის სამმართველოში, ნავალნი დაკავებულია არასანქციონირებულ მიტინზებზე გამოსვლის მოწოდებების გამო.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია იუწყება, პოლიტისომა საკუთარ ”ინსტაგრამზე” ატვირთა ვიდეო დაკავების შესახებ.
“ოჰ, როგორ არ უნდა პუტინს, რომ მე მოვხვდე ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგზე. გამოვედი სადარბაზოდან სადგურში წასასვლელა და დამაკავეს. როგორც კინოში ხდება – გაჩერდა ავტომანქანა, გადმოვიდნენ პოლიციელები. ახლა მათ მივყავარ განყოფილებაში”, – ამბობს ვიდეოში ნავალნი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას საკრებულომ ბათუმში მიწის ნაკვეთები გადასცა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი “ქართულ ოცნებასა” და “პატრიოტთა ალიანსს” მოუწოდებს, ნინოწმინდასა და ახალქალაქში პარტიული სიები გააუქმონ