შალვა ნათელაშვილი “ქართულ ოცნებასა” და “პატრიოტთა ალიანსს” მოუწოდებს, ნინოწმინდასა და ახალქალაქში პარტიული სიები გააუქმონ

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი “ქართულ ოცნებასა” და “პატრიოტთა ალიანსს” მოუწოდებს, ნინოწმინდასა და ახალქალაქში პარტიული სიები გააუქმონ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში ადგილი აქვს გარიგებას.

“ივანიშვილი ყიდის ჯავახეთს. ივანიშვილის რეჟიმს, ერევანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმებით, ამ რეგიონში არსებული ხმები მხოლოდ ორ პარტიას შორის გაიყოფა. ესენი არიან – კრიმინალური “ქართული ოცნება” და უცხოური სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული “პატრიოტთა ალიანსი”. მათ სიებში შეყვანილია მთელი ჯავახური სეპარატისტული დაჯგუფება სამველ პეტროსიანის მეთაურობით, რომელთა მიზანია, ჯერ რეგიონის კულტურული ავტონომია გამოაცხადონ, შემდეგ პოლიტიკური ავტონომია და საბოლოო ჯამში, ტერიტორია დედა საქართველოს ჩამოაცალონ. ორივე პარტიას მოვუწოდებ, პარტიული სიები ნინოწმინდასა და ახალქალაქში გააუქმონ და საქართველოს მოქალაქე სომხებს საშუალება მისცენ, გარიგების გარეშე თავისი აზრი გამოხატონ და მხარი იმ პარტიას დაუჭირონ, რომლებიც მათ ხედვებთან ახლოს არიან”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავა
შემდეგი სტატიაN5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა