პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტის შესახებ გამოძიება დაასრულა

ბელგიის პოლიციამ, რომელიც ბრიუსელის აფეთქებას იძიებდა, შემთხვევის ადგილებში მუშაობა დაასრულა.
რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში აფეთქებებმა 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ადრე ნახსენები იყო 31 ადამიანი, რომელშიც სამი თვითმკვლელი ტერორისტიც იგულისხმება.
ბელგიური სააგენტო „ბელგას“ ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში 13 რეიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 9 ადამიანი დააკავეს.
სააგენტო, პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ დღესვე მეორე ეჭვმიტანილს აბდერემან ა-ს ტერაქტებში მონაწილეობის შესახებ ბრალი.
27 მარტს ბრიუსელში ე.წ. შიშის წინააღმდეგ მარში უნდა გამართულიყო, თუმცა, ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აქცია გადადეს.
„შს მინისტრმა გვითრხა, რომ მარშის მსვლელობისას ყველა მოქალაქის უსაფრთხოება ვერ იქნებოდა დაცული, ამიტომ, ჩვენ გადავდეთ მარში. მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია“ – განაცხადეს მარშის ორგანიზატორებმა.
დღესვე ბრიუსელში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქის ცენტრში მუსლიმ ქალებატონებთან კონფლიქტში შევიდნენ.
თვითმხილველების თქმით, დაჯგუფების წევრები ნაცისტურად ესალმებოდნენ ერთმანეთს და პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ, რომლის შემდეგაც გამოძახებულმა სპეცრაზმმა დაშალა ისინი.
ბრიუსელის აფეთქების შემდეგ ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე დაკავება მოხდა.
დღეს იტალიის პოლიციამ სალერნოში, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს, ტერორისტების დასახმარებლად ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით ალჟირის მოქალაქე დააკავა.
გუშინ ბელგიის პროკურატურამ სამ პირს წაუყენა ტერორიზმის ბრალდება, მათ შორის, ერთი პარასკევს პოლიციის ოპერაციისას დაკავებული პირია.
შეგახსენებთ, რომ პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მათი თქმით, ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული დასავლური კოალიციის ბრძოლის პასუხი.

banner
წინა სტატიაშიღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი”
შემდეგი სტატია(video)პაკისტანის ცენტრში აფეთქებას 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა