(video)პაკისტანის ცენტრში აფეთქებას 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

დღეს საღამოს პაკისტანში მომხდარ აფეთქებას, რომელიც ქალაქ ლახორში საბავშვო პარკის გვერდით მოხდა, 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასზე მეტი კი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო პარკის შესასავლელში.
ადგილობრივი მედიის თქმით, საღამოს პარკში სასეირნოდ გამოსული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, უმეტესი მათგანი ბავშვები და ქალები იყვნენ.
შემთხვევის ადგილას გამოცხადდა პოლიცია და სამაშველო სამსახურები. ქალაქის ყველა საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაზარ შარიფმა მომხდარი შეაფასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი განკარგულებით, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.
ჯერჯერობით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა არავის აუღია.

 

https://youtu.be/fgetwu4ZyYk

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბრიუსელის ტერაქტის შესახებ გამოძიება დაასრულა
შემდეგი სტატიაკიშინოვში ათასობით ადამიანმა რუმინეთთან გაერთიანება მოითხოვა